понедельник, 21 июня 2010 г.

,,ფოტო–პორტრეტი"

1. პროექტის სახელი: ,,ფოტო–პორტრეტი"

2. პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილენი მოიპოვებენ ინფორმაციას ფოტოგრაფიისა და პორტრეტის შესახებ. გამოიკვლევენ თუ რა როლი უჭირავს ფოტო–პორტრეტს ხელოვნების განვითარებაში.

3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ფოტოგრაფიის შესახებ – ფოტოგრაფია მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს ,,სინათლის ხაზვას". ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი ფოტოებს. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.
პორტრეტი კი არის რეალურად არსებული პიროვნების ან გამოგონილი ლიტერატურული გმირის, ადამიანთა ჯგუფის გამოსახვა ან აღწერა, რომ ის არის სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი ძირითადი ჟანრი.
გაეცნობიან მსოფლიოში ცნობილ ფოტო–პორტრეტის ფუძემდებლებს გასპარ ფელიქს ტურნაშონს(ნადარი), გუსტავ კურბეს და ა.შ. დააკვირდებიან და გააანალიზებენ სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ განსხვავებებს. შეგროვებული მასალებით გააკეთებენ ფოტოალბომებს. მოაწყობენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენას, გამართავენ დისკუსიას და პრეზენტაციას. საბოლოოდ ყველაფერი ეს აისახება ერთ საიტზე.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:
მე–9 კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა:
3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, გამოფენების დათვალიერება, ფოტოების გადაღება, ფოტოალბომების შექმნა. დისკუსიები, გამოფენის მოწყობა, მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით ფოტო–პორტრეტების შესრულება, დღიურების შედგენა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომები, საუკეთესო ფოტო–პორტრეტების გამოფენა, შეხვედრები ცნობილ ფოტო–პორტრეტების ავტორებთან, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა–ჩვევების გაღრმავება.შესაძლებელი იქნება მასალის ათვისების ხარისხის შემოწმება: ეს პროექტი მოიცავს როგორც კონკრეტულ თემას–ადამიანის სახე (განწყობა, ხასიათები, ემოცია, ტიპაჟი და ა.შ.) ხელოვნებაში, ისე მთელი სწავლების პროცესში განვლილი მასალის (კომპოზიცია,განათება, რაკურსი,ფონი, გარემო,ფერი და ა.შ.)პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას. შემოქმედებითი უნარების განვითარება. თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკას შორის კავშირის განმტკიცება.

8. სარგებელი სხვებისათვის:
პროექტის აქტიური მონაწილენი გამდიდრებული ცოდნით პორტრეტის შექმნაში, ფოტოგრაფიაში, ხელოვნებაში. თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას და გააცნობენ თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით.

9. სამუშაო ენა:
ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უშუალო ყოველდღიური კავშირი ისტორიულ წყაროებთან(ეპოქის მიხედვით).

პროექტის ავტორი: ირინე ქათამაძე
პროექტის ავტორის ელ.ფოსტა: irinola83@gmail.com

вторник, 1 июня 2010 г.

ფერები

ძირითადი
ძირითადი ფერებია – წითელი, ყვითელი და ლურჯი.


შედგენილი
შედგენილი ფერებია – მწვანე, ნარინჯისფერი და იისფერი.


აქრომატული
აქრომატული ფერებია – შავი, თეთრი და რუხი.



понедельник, 24 мая 2010 г.

მზის შვილები


,, მზის შვილები"
ამბავი
მზეს ჰყავდა შვიდი შვილი, უფროსი–წითელი, მეორე– ნარინჯისფერი, მესამე – ყვითელი, მეოთხე – მწვანე, მეხუთე– ცისფერი, მეექვსე – ლურჯი და მეშვიდე – იისფერი. არ ვიცი, გოგო რომელი იყოდა ბიჭი – რომელი, მზის შვილები კი ნამდვილად იყვნენ. ხშირად ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, დედა მზეს მე უფრო ვუვარვარ და არა მეო. მზე დაუღალავად არწმუნებდა ყველას, ერთნაირად მიყვარხართ, არ იჩხუბოთო, მაგრამ შვილები კამათს განაგრძობდნენ.
ერთხელაც მზე გაბრაზდა, ამათ ვერაფერი შევაგონეო , მოიღუშა, მოიქუფრა, ღრუბლები გამოიძახა და გააწვიმა. მთელი დღე გადაბმულად წვიმდა. მზე არა და არ ანათებდა. შვილები მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს – დედა არ უნდა გაებრაზებინათ თავისი ჩხუბით. ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, ერთმანეთს ძლიერად მიეკრნენ და დედა – მზეს რომ დაენახა, ცას გაეკვრნენ. მზემ ღრუბლები გაყარა და გახარებულმა გამოანათა. აი ასე მომწონხართო.
ასე გაჩნდა ცისარტყელა, მზის შვიდი შვილისაგან.